ჩემმა შვილმა არ უნდა ნახოს ლაჩარი დედა, რომელსაც არ შეუძლია მისი მომავლისთვის ბრძოლა – ნანკა კალატოზიშვილი

”მთავარი პრობლემა მე მაქვს მოქალაქეებთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც ვიცით, როგორ ღალატობენ ქვეყანას.

არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ რაღაცის იმედად არიან და ჯერ კიდევ რაღაცეებს ვერ ხვდებიან, ან ხვდებიან და უბრალოდ თვალს ხუჭავენ.

ეს უფრო ტრაგიკულია ჩემთვის, ვიდრე ის ნაძირალა ხელისუფლება, რომელიც მყავს.

ვინ ცხოვრობს ამ ქალაქში, ის 85 პროცენტი, რომელსაც უნდა ევროპა , მაგრამ ზის სახლში და არ გამოდის გარეთ.

ან ბრმა უნდა იყო ან იდიოტი, ახლა გარეთ არ გამოდიოდე. მთავარი პრობლემა ზუსტად ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც გაწირეს საკუთარი თავი.

სულ რომ არაფერი გამომივიდეს, მინდა, ჩემმა შვილმა არ ნახოს ლაჩარი დედა, რომელსაც არ შეუძლია მისი მომავლისთვის ბრძოლა. ბოლომდე ვიბრძოლებ სადამდეც შემიძლია” – განაცხდა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share