დღის წესრიგით გათვალისიწნებული საკითხების განხილვის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა ქეთევან ხომერიკმა ოპოზიცია მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაციის დამახინჯებაში დაადანაშაულა.
საქმე ეხება ოზურგეთის სოფელ მაკვანეთში მილიონი ლარის ღირებულების გზის პროექტს, რომელიც ჯერ დაწყებულიც არ არის. ოპოზიცია აღნიშნული საქმის შეუსრულებლობასა და ვადაგადაცილებაში ოზურგეთის მერიას ადანაშაულებს.
უმრავლესობა კი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტენდერში, სხვებთან ერთად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრიც არის ჩართული და “ქართული ოცნება” ოპოზიციას მოუწოდებს მათი პარტიის წონააღმდეგ პროკურატურას მიმართოს.
აღნიშნული კონფლიქტი სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის გამოც თავმჯდომარემ სხდომის დაწყება გადადო.