უბედური შემთხვევის შედეგად შემოქმედში 80 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, უბედური შემთხვევის შედეგად 80 წლის ქალბატონი, თამილა სადრაძე გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა როვა ქალბატონი, შებინდებისას შინაურ ფრინველს ეძებდა.

ქალბატონმა ვერ შენიშნა მეზობლის ეზოში დაუმთავრებელი და მიტოვებული ჭა, რომელიც ეკალ ბარდებით იყო დაფარული, და ორმოში ჩავარდა.

ინცინდენტი ვის ეზოშიც მოხდა, იქ კარგა ხანია არავინ ცხოვრობს.

მისი მესაკუთრეები წლებია საზღვარგარეთ არიან, თავად არტეზიული ჭა კი დაუსრულებელი და მიტოვებული იყო.

შინაური ფრინვალიც (ინდაური), სწორედ მასზე ამოსულ ეკლაბარდზე იყო მოკალათებული.

ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share