რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფარმაცევტულმა კომპანიების ნაწილმა, რუსეთს, გარკვეული მედიკამენტების ექსპორტი შეუჩერა, თუმცა კრიტიკული მედიკამენტების (როგორიცაა კიბოს სამკურნალო ან დიაბეტის) მიწოდებას კვლავ აგრძელებს.
Financial Times- ის ცნობით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly and Company განაცხადა, რომ შეაჩერებს ყველა ინვესტიციას, სარეკლამო აქტივობას და ახალ კლინიკურ კვლევებს რუსეთში, თუმცა გააგრძელებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სამკურნალო წამლების მიწოდებას, ხოლო ნებისმიერი მოგება, რომელსაც რუსეთში მედიკამენტების გაყიდვით მიიღებს უკრაინას გადასცემს ჰუმანიტარულ დახმარების სახით.
ფარმაცევტულმა კომპანიამ Johnson & Johnson-მაც განაცხადა, რომ ის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ლტოლვილებს – გადასცემს მათ ჰიგიენურ კომპლექტებს, ჯანმრთელობის პაკეტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას, თუმცა ამავდროულად აუცილებელი მედიკამენტების მიწოდებას გააგრძელებს რუსეთში.
Pfizer-მა აიღო ვალდებულება, შესწიროს ნებისმიერი მოგება უკრაინელ ხალხს, ჰუმანიტარული დახმარების სახით.
Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ CBS-ზე Face the Nation-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მომავალში კომპანია „ნამდვილად არ გეგმავს რუსეთში ინვესტირებას“, მაგრამ გააგრძელებს კიბოს და სხვა სიცოცხლისთვის საშიში წამლების მიწოდებას.
ბიოფარმაცევტულმა მწარმოებელმა AbbVie-მ, რომელის პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო რუსულ ესთეტიკურ მედიცინაში (ცნობილია ნაოჭების სამკურნალო ბოტოქსით), შეუჩერა პროდუქციის მიწოდება რუსეთს.
ფრანგულმა წამლების კომპანია Sanofi-მ რუსეთში ყველა სარეკლამო და მედია აქტივობა შეწყვიტა.
შვეიცარიული მედიკამენტების მწარმოებელმა Novartis-მა განაცხადა, რომ აჩერებს ინვესტიციებს რუსეთში და იღებს ვალდებულებას უკრაინაში ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიზნით 3 მილიონი დოლარით დაეხმაროს.
გაერთიანებული სამეფოს ფარმაცევტულმა კომპანია GlaxoSmithKline-მა ასევე თქვა, რომ შეჩერებულია რეკლამები რუსეთში, ისევე, როგორც ახალი კლინიკური ოპერაციები და კონტრაქტები, რომლებიც მხარს უჭერს რუსეთის ადმინისტრაციას ან სამხედროებს.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა აშშ-სთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ერთად რუსეთს სანქციები ისეთ სექტორებში დაუწესა, როგორიცაა ფინანსები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტექნოლოგია, სავიზო პოლიტიკა, ასევე კოსმოსური თანამშრომლობა.
რუსეთის მიმართ დაწესებული მკაცრი სანქციებიდან მხოლოდ მედიკამენტების, მათი დამზადებისთვის საჭირო მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი გამოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილესმა კომპანიების ნაწილმა სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, ფარმაცევტული და ჯანდაცვის სფერო ის ინდუსტრიაა, რომელიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ბიზნესს აკეთებს რუსეთში.
წყარო: business-standard