ნაკლებად ცნობილი ადგილები გურიაში – ლაითურის ეკლესია
წრიული ფორმის ეკლესიები საქართველოში იშვიათია, გურიაში კი ეს ერთადერთია. დათარიღებულია XVI-XVIII საუკუნებით და თაღი მოხატულია იმავე პერიოდში.
კულტურის სამინისტროს ამ სახელით – ლაითურის ეკლესია – აქვს აღრიცხული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული, მაგრამ ადმინისტრაციულად ქალაქ ოზურგეთის საზღვრებშია მოქცეული.
ეკლესია რთულად მისაგნებ ადგილზეა, ჩაის და მოცვის პლანტაციებია გასავლელი და ადგილობრივი გამყოლი დაგჭირდებათ.
წყარო – გრიგოლ მახარაძე