ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237 180 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237 180 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი – 4102
  • ჯავშანტექნიკა – 8019
  • საარტილერიო სისტემა – 4463
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 680
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 425
  • თვითმფრინავი – 315
  • ვერტმფრენი – 310
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3807
  • ფრთოსანი რაკეტა – 1273
  • გემი/ნავი – 18
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7036
  • სპეცტექნიკა – 664

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share