გასროლის გარეშე იპყრობს რუსეთი საქართველოს- დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

„რუსი რომ ჩვენს ქვეყანას უბრძოლველად ისაკუთრებს, ალბათ ამაში ბევრი საკამათო აღარც არაფერი დარჩა.

მცოცავი ოკუპაცია რომ სამწუხაროდ, შეუჩერებელი პროცესია, რომელიც არა მხოლოდ შიდა ქართლს და აფხაზეთს  ემუქრება, ესეც კარგად ვიცით.

თუშეთი, ხევსურეთი, ყველა ჩვენგანისათვის  საყვარელი, საამაყო მხარეებია, მაგრამ რუსის ინტერესი იქაც მოცოცავს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ტერიტორიებს.

გსმენიათ ამის შესახებ?

არადა, თუშეთში, საქართველო-რუსეთის ოფიციალური საზღვარი სადაც გადის, დიკლოსთან, რუსებმა რამდენიმე წლის წინ ზუსტად ეს “ოფიციალური საზღვარი” დაარღვიეს და რამდენიმე კილომეტრით გადმოიწიეს ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში.

ინწუხი, ჩერო, ესეც ის სოფლებია, რომლებიც ჩვენი “ოფიციალური საზღვრების” ფარგლებშია, მაგრამ კითხეთ თუშებს, რამდენი ხანია იქაურობას სათოფეზეც კი ვერ ეკარებიან.

ხევსურეთში კი ჩეჩნური მხარე აცხადებს პრეტენზიებს შატილზე, მოიკითხეთ ეს ამბავიც.

რაჭა, მხარე, რომელიც ასევე არანაირად არ ასოცირდება მსგავს პრობლემატიკასთან, სინამდვილეში ოკუპაციის საფრთხის ქვეშ არის.

გარდა იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმს მინიმუმ 85 კვადრატული კილომეტრი აქვს მოზომილი თავისთვის, ამჯერად ხელისუფლება უფორმებს ქართული გვარის მატარებელ რუს ბიზნესმენს რაჭის 38% -1010კვადრატულ კილომეტრს.

როდის მივხვდებით, რომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად?

ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს.

რაჭის ტყეებში ხომ გააკრეს ასეთი ამკრძალავი ბანერები?

ხოდა, ასეთ წარწერებს აწი ბევრგან ვიხილავთ.

ერთი გასროლის გარეშე იპყრობს რუსეთი საქართველოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ტაშსაც აკვრევინებს“ – წერს ქაცარავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share