“სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად გვექნება რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია” – ლევან ხაბეიშვილი

“სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია”, – ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

ხალხი საუბრობს მხოლოდ ერთ რამეს: რუსულ პარტიას დაამარცხებთ მხოლოდ ერთობით. ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ ცხადია მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება რომ ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. და ამასობაში, კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ, მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით ყველა პროდასავლელ პარტიას შორის. ვგულისხმობ “სტრატეგია აღმაშენებელს”. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, და ჩვენ ასევე ვაპირებტ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან, “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია, – ამბობს ხაბეიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share