ქობულეთის ამბები – ქრისტიანობის მცველი ელენე გურიელი

ილია ნაკაშიძეს რამოდენიმე ძველი ამბავი ჩაუწერია ქობულეთელი 115 წლის მოხუცის დელი-აღა ცეცხლაძისაგან, რომელსაც მონაყოლის ნაწილი გაუგონია, ნაწილის შემსწრე კი თავად ყოფილა. სტატია გამოქვეყნებულია 1880 წლის გაზეთ დროებაში, მიუხედვად იმისა, რომ წერილის შინაარსიდან ჩანს, ავტორსეული კორექტირება სტატაია ქობულეთის ძველ ამაბებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, გთვაზობთ სტატიის ფრაგმენტს:
.
„მეტი ღონე აღარ გვქონდა, მაქსიმელს (თავდგირიძე) გადაათქვეს სახელათ სულემან-ბეგი. ჩვენ შევკრიბეთ ფულები და ასი ქესა მივეცით ფაშას (ახალციხის); მოგვცა მაქსიმელი ბატონათ.
.
ჩვენც და ჩვენს ბატონსაც მოგვიტანეს ხვათქრის ფირმანი, რომელშაც იყო გამოცხადებული ხონთქრის გადასახადი, კომლზე თთო მარჩილი (მაშინ მარჩილი იყო ერთი შაური) და თუ ოდესმე ომი იქნებოდა, ხვანთქრისათვის უნდა გვებრძოლა.
.
ამ მდგომარეობაში მშვიდობინათ და მყუდოროდ ვიყავით თითქმის ოცდა-ათი წელიწადი. ამასთან ბატონისა და გურიელის სამსახურსაც ვასრულებდით ჩვეულებისამებრ.
.
ეკლესიები სადაც გვქონდა, ყოველგან მღვდელები გვყავდა, ყველანი ვინათლებოდით. აგრეთვე გურიელის ქალს ელენეს (სვიმონ გურიელის შვილი და მაქსიმელ თავდგირიძის ცოლი) ყავდა თეთროსანს გვარაზედ ყავდა კარის მწირველი მღვდელი მახარობელი მუჯირი.
.
ამ მდგომარეობაში ჩვენი ქრისტიანობა იყო შეურყეველი, სულემან ბეგის და გურიელის ქალის ელენეს სიკვდილამდე, ესე იგი 1827 წლამდის. შემდგომ ამისა ცოტად-ცოტათი იწყო ხალხმა გამაჰმადიანება, კიდევ მაინც ქრისტიანობის წესდებულება და ჩეულება დიდათ არ მოგვიშლია. მით უმეტეს ქალები სულ ქრისტიანები გვყავდნენ და ეხლაც იპოვებიან ქრისტიანი ქალები ჩვენში.
.
მინაწერი/სქოლიო:
.
“თეთროსანი სასწაულთ-მომქმედი წმინდა გიორგის ეკკლესია არის ქობულეთის სოფელს გვარაში, რომლისაც ყველა ქობულეთლებს გვემართა შესაწირავი წელიწადში ერთხელ და უნდა მოგველოცა. ეხლა ის ხატი არის აკეთს, მაცხოვრის სუდარაში, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ეხლაც უგზავნით ყოველწლობით შესაწირავს. ეს ეკელსია 1850 წლამდი იყო შეუხებელი, შემდგომისათ დაამტვრიეს თათრებმა და ახლა არის პარტახათ ოხრად.“
.
P.S. თეთროსნის ხატთან დაკავშირებით:
.
ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით ძიმითის წმინდა კვირიკეს გუმბათიან ეკლესიაში ინახებოდა თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი, რომლიც თაყაიშვილის მიხედვით გახლდათ საშუალო ზომის და საქართველოში დამზადებული, იგი ყოფილა ვერცხლის, მოოქროვილი, მოჭედილი იყო ძვირფასი თვლებით. თაყაიშვილი ასევე უთითებს ხატზე არსებულ წარწერას:
.
„მოვჭედეთ: ხატი: ყოვლა: წმინდა: თეთროსნისა:. ნასხიდამან გუგუნავა:. და:. თანამეცხედრემან:. სადღეგრძელოდ:. საუკუნეს:. სულისა:. საოხად:.“
.
აქვე თაყაიშვილი ამბობს, რომ თეთროსნის ღვთისმშობელის ხატი გუგუნავებს ჩამოუტანიათ ქობულეთიდან მათი გადმოსახლების დროს.
.
გვარას თეთროსანზე და თეთროსნის ღვთისმშობლის ხატზე საუბრობს დიმიტრი ბაქრაძეც, რომლის მიხედვითაც ხატი თავდგირიძეებმა გადმოიტანეს აკეთში – „გვარას ტაძარი ცნობილია თეთროსანის სახელით და განსაკუთრებით განთქმულია ჩურუქსუსა და მთელ გურიაში. იგი, ერთი მინაწერის მიხედვით, რომელიც გურიაში ვიპოვე, წაართვეს გურიას ბეჟან დადიანის გარდაცვალების წელს (ვგონებ 1728 წ!?) და მისი ღვთისმშობლის მდიდრული ხატი ამჟამად ინახება მაცხოვარში (აკეთში), რომელიც გურული თავდგირიძეების საძვალეა.“
.
ჩემი აზრით ბაქრაძისა და თაყაიშვილის თხზულებებში მოყვანილ ფაქტებს შორის სხვაობა სავარაუდოდ იმითაა გამოწვეული, რომ მათ სხვადასხვა დროს დაათვალიერეს გურიის ეკლესიები, მაგრამ დროთა სხვაობათა და გარემოებათა გათვალისწინებით ეს განსხვავება დიდი არ გახლავთ.
.
ასევე ცნობილია თეთროსნის დავითნი, რომლის ფოტოებსაც გთავაზობთ.
წყარო:
– გაზეთი დროება 1880 წელი 16 დეკემბერი, N265
– Дм. Бакрадзе – Археологическое путешествие по Гурии и Адчаре 1878;
– Е. Такайшвили – Археологические экскурсии, разыскания и заметки. Выпуск III (1907 г.);
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share