”გავა დრო და მემკვიდრეები გვკითხავენ “ფეისბუქზე” ლანძღვისა და ქოც-ნაცის ძახილის გარდა რას აკეთებდითო?”

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„გავა დრო და შეგვრცხვება, რომ ცხოვრება სხვის ლანძღვა-განკითხვაში გავიყვანეთ და არ გამოვიყენეთ საკუთარი თავისა და ქვეყნის გასავითარებლად.

მივხვდებით, რა ფუჭი იყო სხვების განქიქება, როცა ხელთ არაფერი შეგვრჩება.

მიხვდებით, ჩვენმა ნაჭამმა ტყემალმა კბილი როგორ მოსჭრა მშვილებსა და შვილიშვილებს. იმასაც მივხვდებით, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც სწორედ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა.

გავა დრო და მემკვიდრეები შეგვაფურთხებენ და გვკითხავენ, თფუი თქვენ, სად იყავით, რას აკეთებდით, “ფეისბუქზე” ლანძღვისა და ქოც-ნაცის ძახილის გარდა რატომ არაფერს აკეთებდით?

გავა წლები და მივხდებით, რომ შეიძლებოდა, უფრო სასარგებლოები ვყოფილიყავით ადამიანებისთვისა და ქვეყნისთვის, უფრო სასარგებლოდაც შეგვეძლო დროის გამოყენება“ – წერს ჩანადირი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share