“უმრავლესობის განწყობაა, რომ ოპოზიციონერებს მანდატები შეუწყდეთ”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისუფალ კენჭისყრაზე საუბარი არ მიმდინარეობს და გუნდური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ (ოპოზიციაში), თუ ნერვიულობენ გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, შეგვიძლია დავეჯითებით ვთქვათ, რომ ჯერ სხვა გადაწყვეტილების შესახებ თქვენთვისაც არაფერია ცნობილი და ჩვენთანაც ასეა. კიდევ ერთი სხდომა იქნება, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა – განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ, რადგან მყარი არგუმენტია, რომ მათ ეს სურთ და მათი ნების საწინააღმდეგოდ ცოტა რთულია ვიმოქმედოთ”.-განაცხადა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share