აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
„ერთი ანეკდოტია, სიკვდილმისჯილ გურულს რომ ჰკითხავენ: – თქვენი ბოლო სიტყვაო – და ის რომ პასუხობს: – მომეწიეთ უკანო – დაახლოებით მასეა საქართველოს და მისი ბოლო “მეფის” საქმე.
ვერც კი წარმოგიდგენიათ ალბათ, რას ნიშნავს ჩინეთისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება.
არა უშავს, სულ რაღაც ათ წელიწადში მთელი მასშტაბით ნახავთ, 20 წელიწადში კი საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.
ვუტრირებ? არანაირად. ვისაც უცქერია ამერიკაში, როგორ ვითარდება ე.წ. “ჩაინა-თაუნები”, იმათმა იციან.
ეს ხალხი ჩამოვა კოლოსალური კონკურენციის მქონე სამშობლოდან, რომელიც ამჟამად საშინელ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და სადაც ისედაც სიღატაკეში და უუფლებობაში ცხოვრობენ. ეს არის უიაფესი მუშახელი, რომელიც ერთ ლარად გააკეთებს იმას, რაშიც ქართველი ხუთ ლარს ითხოვს. გააკეთებენ უპრეტენზიოდ; ყოველგვარი პროტესტის გარეშე; ნებისმიერ სამუშაოს. ენასაც ისწავლიან საყველპუროდ; მერე აღარ დასჭირდებათ, რადგან ზურიკელა ვაშალომიძის არ იყოს, მთელი ქვეყანა ისინი იქნებიან.
ისე, სიმბოლურია ალბათ, დღეს რომ გაჟღერდა ეს ამბავი. საქართველოს თავის მოკვეთის დღეა.“ – წერს გურული.