Skip to content
პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
გურიის მოამბე
www.guriismoambe.com
Search
Search
მთავარი
ახალი ამბები
საზოგადოება
პოლიტიკა
კულტურა
კრიმინალი
სპორტი
რეგიონი
ისტორია
გურიის ისტორია
მედიცინა
ვიდეო
ფლიპ კამერა
Home
ჯანმრთელობაზე წინ ბიზნესს არ დავაყენებთ- ტიკარაძე
ახალი ამბები
მთავარი თემა
პოლიტიკა
ჯანმრთელობაზე წინ ბიზნესს არ დავაყენებთ- ტიკარაძე
იანვარი 28, 2021
.
“ჯანმრთელობაზე წინ ბიზნესს არ დავაყენებთ”- თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ამ დრომდე, ბაზრობების გახსნის თარიღად 15 თებერვალს ასახელებდნენ, თუმცა, ახლა მინისტრი ამბობს, რომ ეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული:
“მესმის, რომ არსებობს ბაზრობების რაც შეიძლება დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ, დეტალურად აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის მთავრობის მხრიდან გახსნის თანმიმდევრულობა დაცული.
ისინი საკმაოდ გაგებით მოეკიდნენ ამ გადაწყვეტილებას და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ რიცხვზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.
როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობების და სხვა ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებით, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი არის საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ პრიორიტეტებიდან და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ დავაყენებთ ბიზნესის საკითხებს უფრო წინ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები არის ღია სივრცე, იქ ადამიანების ნაკადები გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მოლებში. ეს მნიშვნელოვნად აისახება შემდგომში ინფექციის გავრცელებაზე.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
მსგავსი სტატიები:
ვინ არის პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი რომელიც პარლამენტში შედის
თუ არ გვეხმარებით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით – გახარია ოპოზიციას
ჰოჯესი: ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ დასავლური ინტეგრაციიდან უკან დახევა დაიწყო
“ოცნება” არის რუსეთი, მორჩა და გათავდა”- ნიკა გვარამია
“მთავარის” ინფორმაციით, ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს
ქვეყნები, რომლებიც საქართველოს პანდემიის დროს ფინანსურად დაეხმარნენ
ხვალ ჯანდაცვის მინისტრი, გურიას ეწვევა
“მე ამ არხზე სინათლეს ვეღარ ვხედავ” – მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს
პოსტის ნავიგაცია
“მხოლოდ დაბნეულ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ეს დაუსრულებელი პროცესი”
180-ნომრიანი სასტუმრო, რომლის გახსნაც 2025 წლისთვის იგეგმება (ფოტო)