განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი გადაცემაში “კურიერი პიესი” განათლების სისტემაში არსებულ ცვლილებებზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ:
სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-მატებასთან ერთად, სკოლაში პირველკლასელთა შესვლა ყოველ წელს ერთი თვით გადაიწევს. “შემდეგ სასწავლო წელს სკოლაში შესვლა შეეძლებათ, 1-ელ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს. კიდევ შემდეგ წელს კი 31-დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს.” – ამბობს გიორგი ამილახვარი.
ჭადრაკი მეორე კლასშიც ისწავლება.
მინისტრის თქმით, მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებს მეტ არჩევანს მისცემენ, თავიანთი ინტერესების მიხედვით. “თუ ბავშვს უფრო საბუნებისმეტყველო საგნებისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა, გარკვეული მიმართულება დავამუშაოთ და ამას გაყვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ პარალელურად ქართულს, ან უცხო ენას არ ისწავლის.” – აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.