ბახვი ჰესის ენერგოეფექტური LED განათებების სისტემა
ბახმაროს წელს 20 000 დამსვენებელი სტუმრობდა
ბახვი ჰესის ინიციატივით, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროექტთან თანამშრომლობით, 2022 წლის ზაფხულს ბახმაროში, ცენტრალურ გზაზე ენერგოეფექტური ლედ განათებების სისტემა მოეწყო. შეიცვალა სრულად ამორტიზირებული ძველი სისტემა 4.5 კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც 128 ერთეული ბოძს და ელექტროგადამცემ ხაზს გულისხმობს. ელექტროგადამცემი ხაზი, როემლიც საჰაერო იყო, მოთავსდა მიწაში მეტი დაცულობისთვის, დამონტაჟდა ენერგოეფექტური სისტემა. ზამთარსა და ზაფხულში განათებული ბახმარის ცენტრალური გზატკეცილი სწორედ ამ პროექტის დამსახურებაა. პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო 8 ადგილობრივი მოსახლე. მშენებლობა 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
„პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი, როემლიც ბახვი ჰესის ეგიდით განხორციელდა რეგიონში, იყო ენერგოეფექტური LED განათებების სისტემა ბახმაროში. მოხარული ვარ, რომ სისტემა შეფერხებების გარეშე მუშაობს და ყველა მადლიერია, ტურისტიც და ადგილობრივიც. დღეს ბახმაროში მყოფებს, უკვე წარმოუდგენლად ეჩვენებათ, ჩაბნელებული ტრასა და განათების გარეშე არსებობა. გვახარებს ის ფაქტიც, რომ ფოტოხელოვანები, ღამის ბახმაროს განათებების საოცრად ლამაზ კადრებს აზიარებენ სოციალურ ქსელში. განათებული ლამპიონები უკვე სამარკო ნიშანია ბახმაროსი. სოციალური პროექტების განხორციელებისას, ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, შევქმნათ მდგრადი განვითარების პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში ცხოვრების პირობების გაუმჯობესაებას“, განაცხადა დავით კობერიძებ, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა.
2023 წლის სეზონზე, აგვისტოს ჩათვლით ბახმაროს 20 000 დამსვენებელი ეწვია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე და ბევრი მათგანის კამერის ობიექტივში მოხვდა LED განათების სისტემით განათებული ბახმაროს ცენტარლური ქუჩა.