“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა: “მოლოდინი მქონდა იმისი, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშს სჭირდებოდა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლება….ყველას გვესმის, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ დაპატიმრებულები არ არსებობს. ეს არის მთლიანად პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ პატრიოტულ სენტიმენტებზე, ადამიანების გრძნობებზე ეთამაშა და ამით შეეცვალა ის გარდაუვალი კრახი, რომელიც მას ელოდა…ძალიან გვიხარია, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს 2-ით ნაკლები პოლიტპატიმარი და ვულოცავ ამ ორ ადამიანს, მაგრამ მანამ სანამ ერთი პოლიტპატიმარიც კი რჩება ქვეყანაში, არ გვაქვს უფლება, რომ გავჩუმდეთ”.-თინა ბოკუჩავა.