ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ივერი მელაშვილის ჩვენებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
“ივერი მელაშვილმა მედიით “აღიარებითი ჩვენება” მისცა, რომ გარეჯის ნაწილი საქართველოსი არ არისო, ბევრმა თქვა. შესაბამისად, ბევრმა მოღალატე ეძახა.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ზუსტად იგივეა, ტერიტორიაზე პრეტენზიები საქართველოს არ აქვსო.
თუ რამე არასწორი ვთქვი, შემისწორეთ.
პ.ს. პირადად მე ამ თემაზე რაციონალური პოზიცია არ მაქვს, არამედ ემოციური, რაც მაკავშირებს იატორიული საქართველოს ყველა ნაწილთან და რის გამოც ჩემთვის უმძიმესი განცდაა ყველა ის გოჯი, რაც საქართველოს ამტკიცებს ისტორიულად, მაგრამ ისტორიული ტრაგიკულობის გამო დღეს ჩვენ ვეღარ ვფლობთ. თუმცა ეს ცალკე თემაა”.-წერს გამზარდია.