როდესაც ხელისუფლებას ჰყავს ორი ირაკლი, ეს ოპოზიციას მომავალ არჩევნებში გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად უზრდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ირაკლი კობახიძე არის ოპოზიციის მონაპოვარი, გაჭირვების ტალკვესი. უამრავი პრობლემა აქვს ოპოზიციას ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას ჰყავს ორი ირაკლი და მათი წვრილ-წვრილი პარტნიორები არიან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების საყრდენები ქვეყანაში, ეს უზრდის ოპოზიციას მომავალ არჩევნებში გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად. სალომე ზურაბიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში იყო სახე ალეწილი, სახე წართმეული სწორედ კობახიძის მეშვეობითაც, ბილბორდებზე გვახსოვს კობახიძე სალომე ზურაბიშვილი და ახლა კობახიძე ივანიშვილის შეკვეთით, პრინციპში სალომე ზურაბიშვილს უბრუნებს მის ნამდვილ სახეს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ რამდენიმე წლიანი არც თუ მთლად პოზიტიური საქმიანობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ამ მოკლე დროში ძალიან სწრაფი ნაბიჯებით, ივანიშვილის ხელისუფლების უნებური ხელშეწყობით, სწორედ უნებურით და არა რაღაც შეთქმულების თეორიებით, რომ ივანიშვილს აწყობდა გუშინდელი შედეგი, სალომე ზურაბიშვილი კარგია ბოლო ხანებში და გუშინაც იყო კარგი, კვალიფიციური, რაც ქვეყანას არგია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.