ევროკომისია ვიზის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებულ მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც არაერთ ქვეყანასთან ერთად, მოიცავს ინფორმაციას საქართველოს შესახებაც.
დოკუმენტის ერთ-ერთი ქვეთავში, რომელიც აერთიანებს ინფორმაცაის არალეგალური მიგრაციის ტენდენციების მონიტორინგია და საერთაშორისო თავშესაფრის განაცხადის შესახებ, წერია, რომ 2021 წელთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა – 14 635-დან 26450-მდე, საიდანაც განაცხადთა 7% დაკმაყოფილდა.
ანგარიში ნათქვამია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფ ქართველთა რაოდენობა 21 910-ს შეადგენს, რაც 87%-ით მეტია 2021 წლის 11 695 ადამიანთან შედარებით.
ასევე 2022 წელს ევროკავშირში შესვლაზე უარი 3 970 ქართველს ეთქვა, ხოლო 16 275 ევროპიდან საქართველოში დააბრუნეს.
დოკუმენტის მიხედვით, საერთო ჯამში, საქართველოს აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო შეხაბამისი ზომები ევროკომისიის წინა მითითებების შესასრულებლად, თუმცა დარჩენილია გარკვეული რეკომენდაციები, რომელთაც მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს.
კერძოდ, ესენია:
შესაბამისობაში იყოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის მიერ შედგენილ მესამე სამყაროს ქვეყნების სიასთან, საიდანაც დიდია არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკი ევროპისთვის.
ყურადღება მიექცეს თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნასა და ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნას.
ქვეყანამ იმონაწილეოს მიგრანტთა კონტრაბანდის შესახებ EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის ქმედებებში.
შეიქმნას აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისის და გაძლიერდეს აქტივების აღდგენის, მოკვლევის, გაყინვის, კონფისკაციისა და განადგურების ძალისხმევის.
შეიქმნას ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და გამოიყოს შესაბამისი რესურსები მისი განხორციელებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებასა და აღსრულებას.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეესაბამებოდეს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერვისებზე კანონმდებლობა.