დღეს, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილამდე მსვლელობა გამართა. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ ეშინია ივანიშვილს გაბრაზებული ქართველი ხალხის! ყოველ ჯერზე უფრო მეტნი და უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ!
დღევანდელი დღე მახსენებს ასლან აბაშიძის რეჟიმის ბოლო პერიოდის აჭარას, როგორც მაშინ, ზუსტად ისეთია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერები – არ ეშინიათ და მათ ვერ აჩერებს ვერანაირი წინააღმდეგობა.
წარმატებები სოფო ჯაფარიძეს, რომელმაც დღეს შეძლო და საზოგადოებას კარგად დაანახა რეჟიმის მანკიერი სახე, ზუსტად ასე უსწორდებოდნენ 2003-2004 წლებში ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ყოველი დღე მარწმუნებს, რომ რუსული რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა!“ – წერს სააკაშვილი.