თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისთვის არაფერი გაუკეთებიათ, – ინფორმაციას NTV და თურქული მედია საშუალებები ავრცელებენ. „მკაფიოდ უნდა ვთქვა: დასავლეთს, სამწუხაროდ, არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ფაქტობრივად მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორი იყვნენ,“- ციტირებენ მედია საშუალებები ერდოღანს.
მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ჯო ბაიდენს პოზიტიური მიდგომა არ გამოუჩენია.
„როდესაც ვუყურებთ შეერთებულ შტატებს, ბაიდენს ჯერ არ გამოუჩენია დადებითი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ერდოღანმა