ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათი პარტიის კონსულტანტს, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტის საქართველოში არ უშვებენ.
როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, ახლა კი ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.
ამ წუთებში თბილისის აეროპორტში პარტიის ლიდერები – ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი იმყოფებიან. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა მიზეზით არ უშვებენ მათ კონსულტანტს ქვეყანაში.
“რომ გამცეთ პასუხი, ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომლის კონსულტანტსაც, ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ საზღვარზე და პასუხი არ არსებობს… პასუხის გამცემი პირი მოვიდეს. მარტო გავრილოვისთვის და რუსი გენერლებისთვის არის აქ შემოსვლა ნორმალური, ხომ? მოვიდეს ვინმე პასუხისმგებელი პირი”, – მიმართა ხაბეიშვილმა აეროპორტში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზით აყოვნებენ ბრიტანეთის მოქალაქეს საზღვარზე.