ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საარჩევნო პროცესში გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს.
“რა შეიცვალა? შევცვალეთ ჩვენ რამე? ისევ ისეთივე დაპირისპირებებია და ნეგატიური დღის წესრიგი… ნეგატიური დღის წესრიგი თავისთავად ბადებს ძალადობას. მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ყველა არჩევნების წინ მორიგი გადატრიალების თუ სახელმწიფო ღალატის თემას შემოაგდებს ხოლმე და ამით ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის. სამწუხაროდ, ამით კიდევ უფრო ძალადობრივი და აგრესიული ხდება საარჩევნო სივრცე.
ათენში სააკაშვილთან მომხდარი ინციდენტი იყო ჩვეულებრივი ქოცური გამოხდომა, რაც ისევ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს. წარმოიდგინეთ, როგორი ბრიყვი უნდა იყო, ასეთი რაღაცა რომ დაგეგმო?! შეიძლება დაგეგმო კონტრპროტესტი, რაღაცა პლაკატებით გააპროტესტო სააკაშვილის ჩასვლა საბერძნეთში, მაგრამ როდესაც ასეთ კრიმინალურ ხულიგნურ რაღაცას გეგმავ, ეს მხოლოდ სააკაშვილზე მუშაობს და არა _ მის საწინააღმდეგოდ.”- განაცხადა ხუხაშვილმა.