“ყველას სახელი და გვარი დაიწერება” – რას აანონსებს ქობულეთში ადგილობრივი ოპოზიცია

გუშინ ფორმულას ეთერით ვნახეთ ქობულეთელი ბიზნესმენი გია ჭყონია, რომელმაც უკანსკნელი წლების მანძილზე 126 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო…
ეს ბიზნესმენი არის ბიძინას ხეების გადამტანი და ქართული ოცნების შემომწირავი, სოლიდური თანხების შემომწირავი!
რომ იცოდეთ, შატო კვირიკე ქობულეთი, სასტუმრო და ვენახის პლანტაციები, ამ კაცმა ბიძინას მეშვეობით მოიწყო სახელმწიფოს დაფინანსებით, აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში, ასევე , კვრიკის მთაზე აიყვანა გზა, ასფლატ საფარი გააკეთა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და მინდა გითხრათ , რომ საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად, საერთოდ ერთ თეთრსაც კი არ ხარჯავს საკუთარს…
ყოველ არჩევნებზე, გია ჭყონია ზის ქობულეთში და ტომრით არიგებს ფულს, ხმების მომსასყიდად…
რეალურად, მსგავსი მინიგარქები ყველა მუნიციპალიტეტში ყავს ივანიშვილს რომელსაც მილიონებს ახარჯინებს საარჩევნოდ…თუმცა მანამდე ამ მილიონებს ხალხის ხარჯზე, ბიუჯეტის ხარჯზე ისევ ივანიშვილი აძლევს მათ!
სხვა ბიზნესმენებზე შემდეგ სტატუსებში მოგიყვებით…ზოგს მილიარდები უშოვნია საზღვარგარეთ და ხარჯავენ ამ ფულებს ქობულეთში, ზოგმაც რუსეთში იშოვა დიდი ფული და დღეს კაზინოების ბიზნესებით ასევე მილიონებს შოულობს რომ დახარჯონ ფული საარჩევნოდ და ხალხის გაუბედურების ხარჯზე მოიწყონ საკუთარი კეთილდღეობა!
ყველას სახელი გვარი დაიწერება…
წერს “ენმ” პოლიტსაბჭოს წევრი, ბონდო თევდორაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share