“სოფელ ბახვში, სადაც ბავშვებისთვის საფეხბურთო მოედანი უნდა გახსნილიყო, დღეს ღორები დარბიან” – ნიკოლაშვილი

“სოფელ ბახვში, სადაც ბავშვებისთვის საფეხბურთო მოედანი და საფეხბურთო სკოლა უნდა გახსნილიყო, დღეს ღორები დარბიან”, – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თათია ნიკოლაიშვილმა  ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დღეს  ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, აღნიშნული საკითხები კი საკრებულოს დღის წესრიგში გათვალისწინებული არ არის.

მისი თქმით, თალაკვაძის დაპირება, რომ ოზურგეთში საფეხბურთო სტადიონები მოწესრიგდებოდა, ამ დრომდე შეუსრულებელია და ამ მომენტში რთული ვითარებაა.

”ბატონმა ავთანდილ თალაკვაძემ გასცა დაპირებები, რომ  სპორტი იქნებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და მე ახლა ხელში მიჭირავს სოფელ ბახვში, ბატონი ავთანდილის მიერ წარმოდგენილი მაკეტი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სოფელში საფეხბურთო მოედანი და ბავშვებისთვის გახსნილიყო საფეხბურთო სკოლა, საფეხბურთო მოედნის ნაცვლად კი, ღორები დადიან სტადიონზე ბავშვებს საერთოდ არ აქვთ გარემო. ეს არის ლაშეს სტადიონი, სადაც „მერცხალის“ ახალგაზრდა თაობა, პერსპექტიული, წარმატებული ვარჯიშობენ ასეთ გარემოში”, – განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

ტვ პირველი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share