ვაშაძე ივანიშვილზე: პოზიციები გაიძლიერა, ძალაუფლება რომ მისია – ეს უთხრა მთელ გუნდს

ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკა არის მხოლოდ პირადი ინტერესები. იმიტომ, რომ ის ბიზნესიდან მოდის. მისთვის პოლიტიკა არის ბიზნესი, მეტი ფულის კეთება, ან საკუთარი ქონების გადარჩენა. ამიტომ, ის აბსოლუტურად რეალობას არის მოწყვეტილი. ტყუილად ვეძებთ რაიმე ლოგიკას სამთავრობო ცვლილებებში. ერთადერთი ლოგიკა არის ის, რომ უბრალო გადაადგილება გააკეთა – ფასადური თავის გუნდში.

ძალაუფლება რომ მისია – ეს უთხრა მთელ გუნდს. რომ ის არის მთავარი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. არ შეგეშალოთ, რომ ვინმე სხვა არის აქ გადაწყვეტილების მიმღები. ამ გადაწყვეტილებით კობახიძეც დაასუსტა და ღარიბაშვილიც. ვერც ერთი გამოჩნდება ძლიერი. ერთი იყო მთავრობის ხელმძღვანელი, მეორეს პარტია და პარლამენტი ებარა. ორივე თავისი გუნდების გარეშე მოწყვიტა და გაუშვა სხვა ადგილებზე. ერთიც დაასუსტა, მეორეც დაასუსტა და საკუთარი პოზიციები გაიძლიერა.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფორმულასთან საუბრისას.

 

1 თებერვალს, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს, ქართული ოცნების თავმჯდომარედ კი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share