“ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს”, – ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ამილახვარი პარლამენტში საუბრობს, სადაც ის 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
“ჰაგიოგრაფიაზე არაერთი კითხვა იყო და ამას პირდაპირ გავცემ პასუხს – ეს იყო კერძო აზრი, ეს იყო… ეს არ არის სამინისტროს პოზიცია, ეს ერთი. მეორე, დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს. მესამე, აქ მხოლოდ ლაპარაკი იყო ჰაგიოგრაფიის სწავლების მეთოდიკაზე და ერთგვარი ექსპერტული ასე ვთქვათ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო იმ ინტერვიუში რომლის ინტერპრეტირება შემდგ სამწუხაროდ არ წავიდა სწორად. თუმცა, მაინც კარგია, რომ საზოგადოებაში დისკუსია იყო და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ, მაგრამ, პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებისგან. თუმცა, მე არ ვარ ამ თემის არც სპეციალისტი, არც მცოდნე, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს”, – ამბობს ამილახვარი.