დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიული წარსული მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, 2008 წლის ომზე და იმ ვითარებაზე, რასაც ოკუპანტები ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს ევროპული არჩევანი თავისთავად ამბობს ყველაფერს. ეს შანსი, რომელსაც საქართველო იყენებს და მისდევს ამ გზას დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს დნმ-ის კოდშია ჩადებული, რომ ევროპული ქვეყანა იყოს. ეს არის ის, რაც ამოძრავებს საქართველოს და ქართველებს, რამაც მე-20 საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობა განაპირობა. ჩვენ, ყველანი, ევროპულად ორიენტირებულნი ვართ.
ჩვენ ადრე ვიღებდით ინსტრუქციებს რუსული ინსტიტუტებისგან მაგრამ მაინც ვიყურებოდით ევროპისკენ, ევროპული მოდელისკენ. ერთ-ერთი მამა ქართველი ერის და ქართული დამოუკიდებლობის, ილია ჭავჭავაძე, განიხილავდა ირლანდიის მოდელს, ირლანდია განიხილავდა შვეიცარიის მოდელს. ეს ყოველთვის იყო ხედვა დასავლეთისკენ. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის განმავლობაში, როდესაც მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა რუსული იმპერიალიზმის შემდეგ, მე-19 საუკუნის შემდეგ, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა 1918 წელს.
მაშინდელი რესპუბლიკის ეს მოდელი იყო არამხოლოდ ევროპული, ის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი მოწინავე კონსტიტუცია, მათ შორის, რომელიც იმ პერიოდში ევროპაში არსებობდა. და ბევრი რამ, რასაც ჩვენ დღეს განვახორციელებთ, მოდის სწორედ იმ დროიდან – მაგალითად, სასამართლო სისტემა. დღეს, როდესაც რეკომენდაციებს ვიღებთ ევროკავშირისგან, მაშინაც არსებობდა პირველი რესპუბლიკის დროს მთლიანი კონსტიტუცია მოწოდებული იყო, რომ დაეცვა ადამიანის უფლებები, უმცირესობის უფლებები, რომელიც იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე არ გავიმეორებ იმას, რაც უკვე ცხადია, რომ ქალებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, და ჰქონდათ უფლება, რომ ყოფილიყვნენ არჩეული და ჩვენ გვქონდა პირველი ასამბლეა, როდესაც მოიცავდა მუსლიმ ქალებსაც, ეს ყველაფერი გაუჩინარდა, როდესაც 1921 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. როცა რუსეთმა განახორციელა იმპერიული ზეწოლა 25 თებერვალს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, როდესაც დაეცა თბილისი და მას შემდეგ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა.
ჩვენ დავივიწყეთ ჩვენი წარსული, ჩვენი ტრადიციები, ზოგიერთი ჩვენი პრინციპი და როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ ხელახლა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ჩვენ მოგვიწია ყველაფრის ხელახლა გამოგონება. იმდენი დრო იყო გასული და იმდენი რამ იყო შეცვლილი, რომ საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური ელიტა დანაწევრებული იყო და ჩვენ ხელახლა მოგვიწია ამ ყველაფრის გამოგონება ძალიან რთულ პირობებში, იმიტომ რომ დასაწყისიდანვე, 91 წელს რუსეთმა დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სეპარატიზმის მხარდაჭერის გზით. ასევე, მათი შეიარაღებით და პირველი ომის წამოწყებით დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც დამთავრდა იმით, რაც ჩვენ ვიცით – ეს არის გაყინული კონფლიქტები, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება, 2008 წლამდე, შემდგომ როდესაც ომის დროს ეს გაყინული კონფლიქტები უკვე გადააქცია ოკუპირებულ ტერიტორიებად, სადაც დღეს გახსნილია სამხედრო ბაზები და ისინი დღესაც იქ არიან. ჩვენ ძალიან რთული წარსული გვქონდა, მაგრამ ამავე დროს, ვიტყოდი რომ ძალიან სწრაფიც, რადგან როდესაც მე ჩამოვედი საქართველოში, როგორც ჯერ საფრანგეთის ელჩი და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, მე შევხვდი მრავალი ისნტიტუციის წარმომადგენელს და პასუხი იყო ნათელი, რომ საქართველო არასოდეს იქნებოდა ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის ნაწილი, იმიტომ რომ საქართველო ძალიან შორია ევროპისგან და ევროკავშირისგან. ეს იყო 2003 წელს. ჩვენ 2024 წელს ვიმყოფებით და საქართველომ ამ დროში ყველა ნაბიჯი განვლო… პირველად, ევროპამ აღიარა, რომ გეოგრაფია აღარ არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ის, რომ არის სისტემა, არის ინსტიტუციები და ნათელი აღიარება, რომ საქართველოს აქვს მომავალი, რომ დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.