გამოცემა The Insider წერს, რომ ქალაქ ნიჟნევარტოვსკის მცხოვრები ილკინა მელიკოვი, რომელიც რუსეთიდან საქართველოში გაიქცა, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში ძალის გამოყენებით დააბრუნეს. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მას აიძულეს ხელი მოწერა დოკუმენტებისთვის, თითქოს ნებაყოფლობით გადალახა საზღვარი.
ამის შესახებ მელიკოვმა, რომელიც ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, გამოცემა “ვოტ ტაკს” მოუყვა.
მელიკოვი ამბობს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობლმა უცნობმა ადამიანებმა თბილისიდან ის 2022 წლის აპრილში გაიტაცეს. თბილისიდან ის ვლადიკავკასში გადაიყვანეს, საპატიმროში მოათავსეს, 10 დღეში კი ნიჟნევარტოვსკის იზოლატორში წაიყვანეს.
გატაცებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის ნოემბერში, ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მუხლით მელიკოვის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ძებნაში გამოაცხადეს. 2019 წლის სექტემბერში მელიკოვი ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სახით დაკითხეს. “ვოტ ტაკს” ის უყვება, რომ პოლიციამ სცემა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს.
მელიკოვი ამბობს, რომ პროკურატურას საჩივრით მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ერთი თვის შემდეგ კი რუსეთი დატოვა.