შვეიცარიაში, მატერნჰორნის მთის მახლობლად დაკარგული ექვსი მოთხილამურიდან ხუთი დაღუპული იპოვეს. ამ დროისთვის, ექსტრემალური ამინდის პირობების გამო მეექვსე მოთხილამურის სამძებრო სამუშაოები შეფერხებულია.
“ჩვენი პრიორიტეტი არის მეექვსე ადამიანის პოვნა. სანამ იმედი გვაქვს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები იმ პირობების მიმართ, რაც მან გაიარა ბოლო 48 საათის განმავლობაში,” – განაცხადა პოლიციამ.
პოლიციის ცნობით, ექვსი მოთხილამურიდან 5 ერთ ოჯახს ეკუთვნოდა. ჯერჯერობით უცნობია, ნაპოვნი 5 დაღუპულიდან ყველა ერთი ოჯახის წევრი იყო თუ არა.
შეგახსენებთ, რომ მოთხილამურეები Tête Blanche მთის გარშემო, შაბათს, მატერჰორნის მთასთან, ზერმატ-აროლას ბილიკზე დაიკარგნენ.