შემთხვევა ოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დაჭრეს.
დაჭრილი, გვარად თ-ლი ოზურგეთის მედალფას კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობის კვლევა ამ წუთებში მიმდინარეობს;
კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, მამაკაცი ბარძაყის მარცხენა ფრთაშია დაჭრილი და ტყვია მარჯვენა ფრთასთანაა გაჩერებული, მიმდინარეობს მისი გამოკვლევა, მის დასრულების შემდეგ გვეცოდინება ჩატარდება თუ არა ოპერაცია” – გვითხრა მდინარაძემ.
შსს ში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.