რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები აცხადებენ, რომ 29 აპრილს “ოცნების” კონტრაქციის პარალელურად აქციას არ გამართავენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა, რადგან სწორედ მტრის ინტერესშია, რომ ქართული საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს.
29-ში ჩვენც რომ გამოვიდეთ და იქ რომ მოხდეს რაღაც შეტაკება, ეს არის აბსოლუტურად რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა, იმიტომ, რომ ეს აწყობს მტერს, რომ ქართველები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და ეს არ უნდა მოხდეს და შეუძლებელია ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ უნდა მშვიდობა, ის ამას აკეთებდეს და ამის კულტივაციას ახდენდეს, რომ ჯერ კანონს აბრუნებს, შემდეგ რაღაც კონტრაქციას მართავს, ეს არ არის გზა მშვიდობისკენ და ჩვენ პირიქით, სამოქალაქო საზოგადოებამ, ორგანიზაციებმა, ვინც ჩართულები ვართ ამის ორგანიზებაში და სპონტანურ პროტესტში, უნდა ვიცოდეთ და უნდა მივხვდეთ ამას, რომ ჩვენი ადგილი 29-შ იქ არ არის, – ამბობს აქტივისტი.
“ოცნების” დაანონსებულ კონტრაქციას “პროვოკაციად” აფასებს კიდევ ერთი აქტივისტი.
„ქართული ოცნება“ ცდილობს, პროვოკაციის სახით გამოიწვიოს საკუთარი მოქალაქეები და ქიშპი ჩააგდოს საკუთარ მოქალაქეებში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძლიან ბევრი დრო, თვეში გვაქვს 31 დღე და ნებისმიერ დღეს შეგვიძლია გამონახოთ დრო და ჩავნიშნოთ აქცია. ჩვენი საპროტესტო აქცია იქნება 28 რიცხვშიც, 30-შიც, 31-შიც, 1-ში. ჩვენ თავს ავარიდებთ 29 რიცხვში აქციას, რადგან არ გვსურს „ქართული ოცნების“ პროვოკაციაში ჩავერთოთ, – ამბობს აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ახალგაზრდების საპირწონედ 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ აქციას ბიძინა ივანიშვილის დაესწრება. “ოცნება” ამტკიცებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე დგომა ახლა ღირსების საკითხია.
ამასთან, “პირველებმა” გაარკვია, რომ მმართველი პარტიას აქციაზე იძლებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეებიც.