“ახალგაზრდები სიცოცხლის ფასად დავიცავთ საქართველოს, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ამ დროშას” – ამ განცხადებას აქციის ერთ-ერთი მონაწილე აკეთებს, რომლის წინააღმდეგაც სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
”როდესაც ვიდექით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუფთა ხელებით სიმართლის მხარეს, ჩვენ არ გვეშინია, რადგან ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, შიში აქვთ იმათ, იმიტომ, იყენებენ ბერკეტებს – წყლის ჭავლს, ჩვენ, ახალგაზრდები სიცოცხლის ფასად დავიცავთ საქართველოს, სიცოცხლის ფასად დავიცავთ ამ დროშას. ესენი არიან ბიძინას და 83 კაცის მონა, მაგრამ შეუძლიათ გადმოვიდნენ ისტორიის სწორ მხარეს,“ – ამბობს აქციის -ერთ-ერთი მონაწილე.
ვითარება პარლამენტთან დაძაბულია – სპეცრაზმმა მოქალაქეების დარბევა დაიწყო, ასევე იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის.