ხვალ პარლამენტი მოსახლეობის უმრავლესობის ნებით III მოსმენით მიიღებს კანონს – კობახიძე

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ირწმუნება, რომ გამწვირვალობის კანონს საზოგადოება მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ხვალ მას პარლამენტი III მოსმენით დაამტკიცებს.

“აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და III მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს”- თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share