სხვა კუთხეებთან შდარებით გურიის ისტორიაზე მწირი მასალების შემონახული (თავის დროზე ისტორიკოსებმა არ ან ვერ გამოიჩინეს ამ მხარისადმი ჯეროვანი ყურადღება). მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო ვინც გურიის შესწავლას დიდი დრო დაუთმო, ასეთი იყო ქველი ჩხატარაიშვილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ გავიგეთ 1862 წელს პრუსიელი პრინცი ჰოჰენცოლერის მოგზაურობის შესახებ კავკასიაში და კერძოდ გურიაში. მას მასპინძლობას უწევდა გენერალი-მაიორი დიმიტრი გურიელი. პრინცი მოხიბლული დარჩა გურულებით, ის აღნიშნავს გურულების სივაჟკაცეს და ბრძოლისუნარიანობას და ასევე მათ სამხედრო მომზადებას. რაც პრუსიელებს კავკასიაში ენახათ, ყველაფრისაგან განსხვავებული იყო გურულების სიმღერა, ცეკვა და იარაღით ვარჯიში, რაც პრინცს დიმიტრი გურიელის მოლაშქრეებმა (მილიცონრებმა) აჩვენეს. პრუსიელი პრინცი ასევე აღნიშნავს, რომ დებულება რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაშიო. ქველი ჩხატარაიშვილი, გაზეთი ,,კრიმანჭული“, #1, 2004, გვ. 11.
ავტორი: ირაკლი მახარაძე