ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში- ლიხაური, ზემო და ქვემო ნატანების და ცხემლისხიდის სკოლებშისამ პედაგოგს და რამდენიმე ბავშვს, კორონავირუსი ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ, რის გამოც ზემო ნატანების სკოლა ორი კვირით მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადადის, ხოლო დანარჩენი სამი სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს “ოზურგეთის რესურცენტრში დაუდასტურეს.
“სამი პედაგოგია ინფიცირებული, ორი ლიხაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის, ასევე, ზემო ნატანების სკოლის მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც შეხება თითქმის ყველა კლასთან ქონდა, ამიტომ ეს სკოლა სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადადის. რაც შეეხება ლიხაურის ზემო ნატანების და ცხემლისხიდის სკოლებს სადაც ბავშვებსაც დაუდადასტურდათ ვირუსი, სწავლას ჰიბრიდული მოდელით გააგრძელებენ.”- გვითხრა ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, სწავლა გურიის რეგიონის ყველა სკოლაში, 1 თებერვალს საკლასო ოთახებში გაგრძელდა.