ერთი ადამიანი დაშავდა დღეს ქალაქ ოზურგეთის იპოდრომთან მომხდარი თავდასხმის შედეგად.
როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, მოქალაქეს თავს გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით უცნობი პირი დაესხა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წყაროს ცნობით, მოტივი, თუ რის გამო მოხდა კონკრეტულ პირზე თავდასხმა ჯერ უცნობია.
ფოტოდან კი, რომელიც მომხდარის ადგილიდან მოგვაწოდეს, ირკვევა, რომ თავდასხმის გამო, იქ პოლიცია და სასწრაფო იყო გამოძახებული.