პრემიერი კობახიძე ვენეციის კომისიის ექსპერტების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას იწუნებს და ამბობს, რომ უკვე წლებია “ოცნების” ხელისუფლებას საკუთარი ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაციაში კანონპროექტი არ გაუგზავნიათ და არც მომავალში აპირებენ:
“ჩვენი ინიციატივით, მრავალი წელია ვენეციის კომისიაში კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მოთხოვნა იყო და მაგიტომ გავაგზავნეთ [რუსული კანონი]. შესაბამისად, ჩვენ ინტერესი არა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, არც ერთხელ, ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია, მომავალშიც არ ვაპირებთ. თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არა გვაქვს” – ამბობს კობახიძე.
მისივე მტკიცებით, საქართველო ხელისუფლებაში არიან იურისტები, რომლებსაც “ბევრად მაღალი კვალიფიკაცია აქვთ”, ვიდრე ვენეციის კომისიის ექსპერტებს და მათი კვალიფიკაცია კობახიძის თქმითვე, “საკმაოდ საეჭვოა”.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისია “ოცნების” რუსულ კანონს არ დაეთანხმა და მმართველ პარტიას მისი გაწვევისკენ მოუწია.