შემოქმედის მონასტერი – იოვანე მონისძის მიერ შესრულებული ფირფიტები წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ბასილის გამოსახულებით

შემოქმედის მონასტერი – იოვანე მონისძის მიერ შესრულებული ფირფიტები წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ბასილის გამოსახულებით
.
„ეს ორი ფირფიტა დ. ბაქრაძემ 1878 წელს დააფიქსირა შემოქმედის მონასტერში, 1890 წელს კი ისინი გამოქვეყნდა მისი და ნ. კონდაკოვის ერთობლივ პუბლიკაციაში. ისინი ჯერ გვიანი შუა საუკუნეების მაცხოვრის ხატზე ყოფილა დამაგრებული, 80-იან წლებში კი იქვე გადაუტანიათ XVII ს-ის ღვთისმშობლის დიდი ზომის ხატის ქვედა მარჯვენა კუთხეში.
.
საარქივო ფოტოზე ჩანს, რომ ისინი ერთმანეთის თავზე იყო დაკრული, ხატი კი აწყობილი იყო სხვადასხვა შინაარსის მქონე ტვიფრული გამოსახულებებისა და ვახტანგ გურიელისა და მისი მეუღლის, თამარის, მუხლმოყრილი პორტრეტების შემცველი მცირე „ხატებით“. ვახტანგის საფლავისთვის განკუთვნილი ამ ნაკრები ხატის ზედა მარცხენა კუთხეში ჩასმული იყო კიდევ ერთი ძველი, XI-XII სს-ის, ხატი ქრისტეს „გარდამოხსნა-საფლავად დადება-აღდგომის“ გამოსახულებით. შემოქმედის საგანძურის თბილისში ჩამოტანის შემდეგ, უკვე ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, გურიელის საფლავის ეს ხატი დაიშალა და განცალკევდა სხვადასხვა დროის ნაკეთობები.“
.
– შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური – ნანა ბურჭულაძე
– ფირფიტები წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა ბასილის გამოსახულებით. 1040 წელი, მოოქრული ვერცხლი, თითოეული ფირფიტა – 18 X 7.5 სმ
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share