“ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯაძაძემ ევროპარლამენტარების გზავნილთან დაკავშირებით მთავარ არხზე ისაურა და განაცხადა, რომ თეა წულუკიანს ამ გზავნილით პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია: “ცუდი ტონი რას ნიშნავს ადამიანურ ენაზე? ნიშნავს, რომ უზრდელობაა. თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია. ეტყობა, წულუკიანმა ჩათვალა, რომ მას ჰარცელთანაც ისე შეუძლია ლაპარაკი, როგორც, მისი ჭკუით, ოპოზიციას ელაპარაკებოდა – გახსოვთ თქვენ, რას ამბოდა: “ოპოზიციამ შავები ჩაიცვას” და მისთანები… ვფიქრობ, მისთვის დიდი პატივია, ამდენ ხანს რომ მასზე ვლაპარაკობთ, ისე კი, მადლობის მეტი რა გვეთქმის, რაც მეტ ასეთ სისულელეს იტყვიან და გააკეთებენ, ჩვენთვის უკეთესია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.