ერთი პირი ემუქრებოდა თავში სროლით, მანამდეც იყო მცდელობა თავდასხმის – ზუკა ბერძენიშვილის ძმა

“დასრულდა ოპერაცია და დასრულდა წარმატებით, მისი ცხვირი გამთელდება. აქვს სხვა დაზიანებებიც, თუმცა ისინი ოპერაციას არ სჭირდებოდა. მინიმუმ, ერთი დღით იტოვებენ. ზუკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,” – ამ განცხადებას ზუკა ბერძენიშვილის ძმა ლევან ბერძენიშვილი აკეთებს.

როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, პოლიციას აქვს მანქანის ნომერი, რომლითაც მის ძმაზე თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, შეუძლიათ კამერების ჩანაწერების ამოღებაც, თუმცა ბერძენიშვილს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

“როგორც მინიმუმ იყო წახალისებული” – ამბობს ბერძენიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც პაპუაშვილმა ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმამდე ერთი საათით ადრე სოციალურ ქსელში მის შესახებ დაწერა.

”ასეთი შემთხვევები იყო მანამდეც, იყო მცდელობა, მაგრამ წინა შემთხვევებში არ გამოვიდა, დღეს აისრულეს საწადელი. სამი ადამიანი დაესხა თავს, უკნიდან მიეპარნენ. როგორც ზუკამ თქვა, ერთი პირი ემუქრებოდა თავში სროლით. მნიშვნელოვანი, რომ ვიცით მანქანის ნომერი, არის კამერები, რომლის ჩანაწერების ამოღების დიდი შანსია და თუ პოლიცია და საგამოძიებო სტრუქტურები ამას მოიძიებენ, აქვთ საშუალება, რომ ეს გააკეთონ. იმედი არ მაქვს უბრალოდ, მათზე ზეწოლისთვის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სასამართლო იქნება თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, მათთან ურთიერთობისთვის საჭიროა, რომ ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური წნეხი, რაც პირველ რიგში გამოიხატება იმით, რომ ეს კამერები უნდა ამოიღონ, როცა მანქანის ნომერი იც, დაახლოებით 5 წუთი სჭირდება პოლიციას ვინაობის დადგენა, იმ შემთხვევაში თუ ეს არ არის ნამდვილი ნომრები, ესეც ფაქტია. მნიშვნელოვანია, რომ გადაკვალიფიცირდეს,“ – ამბობს ბერძენიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share