“როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს,” – ასე ეხმაურება მერაბ სეფაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს.
”არაჩვეულებრივად იბრძოლეს ბიჭებმა, ძალიან კარგი თამაში აჩვენებს. დიდი გუნდები – ბრაზილია, არგენტინა აგებს. როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა,“ – ამბობს სეფაშვილი.
დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო – ეს იყო თამაშის საბოლოო შედეგი.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.