სეფაშვილი: როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს

“როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს,” – ასე ეხმაურება მერაბ სეფაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს.

”არაჩვეულებრივად იბრძოლეს ბიჭებმა, ძალიან კარგი თამაში აჩვენებს. დიდი გუნდები – ბრაზილია, არგენტინა აგებს. როგორც დებიუტანტებმა არ ითამაშეს ისე, ძალიან მაღალი კლასი აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა,“ – ამბობს სეფაშვილი.

დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა დასრულდა. თურქეთი 3:1 საქართველო – ეს იყო თამაშის საბოლოო შედეგი.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share