ი. დოლიძის პისტოლეტები გურიიდან
გურიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ბობმებს და ნაღმებს, რომ ამზადებდნენ ზოგადად ცნობილი ფაქტია. მაგრამ გურიაში პისტოლეტების დამზადების შესახებ არაფერი მქონდა გაგებული.
ამჯერად რუსულ არქივებში გადავაწყდი პისტოლეტის ორ სამუზეუმო ეგზემლარს, რომლის დამამზადებელი გახლავთ ვინმე – ი. დოლიძე.
პისტოლეტების დამზადების თარიღად მითითებულია 1905-1906 წლები, დამზადების ადგილად – რუსეთის იმპერია, საქართველო (გურია).
მეტი ვერანაირი ინფორმაცია ვერც ი. დოლიძეზე და ვერც გურიაში პისტოლეტების დამზადებაზე ვერ მოვიპოვე და დანამდვილებით იმის მტკიცებაც არ შემიძლია, რომ ეს იარაღები გურიაშია დამზადებული თუ არ ჩავთვლით სამუზეუმო ექსპონატების აღწერას, რომლის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს. თანაც გასათვალისწინებელია ის, რომ იარაღები არაქარხნული წესითაა დამზადებული და ამასთანავე იარაღი დამზადებულია 1905-1906 წლები, ანუ ის პარიოდი, როდესაც მთელი გურია იარაში იყო ჩამჯდარი.
პირველი პისტოლეტის აღწერა:
– ლულიდან ტენვადი პისტოლეტი ი. დოლიძე.
– მასალა ბრინჯაოს, დეტალები გრავირებული მეტალის. ლულა ჩამოსხმული, ლულის ღარი ბურღვითი, მექანიზმი – ზეინკლის ნამუშევარი, ლულას გაკეთებული აქვს შუსტოვკა (არასერიული გლუვლულიანი იარღის ლულის დამუშავების ხერხი მისი ბრძოლისუნარიანობის გაზრდის მიზნით).
– აქვს ორი ვერტიკალურად განლაგებული ლულა, ლულები ჩამაგრებულია სახელურის კოლოფში, რომელშიც ასევე არის დამრტყმელი მექანიზმი;
– კალიბრი, ლულის სიგრძე და სხვა პარამეტრები მითითებული არ არის
ინახება – “Государственный центральный музей современной истории России”
მეორე პისტოლეტის აღწერა:
ცენტრალური ბრძოლის პისტოლეტი. მასალა ფოლადი, დეტალები მეტალის. ზამბარა ნაწრთობი ფოლადის. ლულის მასალა ჩამოსხმული, ლულის არხი ბურღვითი, დოლურა დამრტყმელი მექანიზმით. ლულა ზეინკლის ნამუშევარი. ლულას გაკეთებული აქვს შუსტოვკა.
– დოლურა შვიდი ტყვიიანი, სამმაგი მოქმედების გამშვებ-დამრტყმელი მექანიზმით.
– ზომები 225 მმ x 36,5 მმ x 140 მმ x 7,62 მმ.
ინახება – “Государственный центральный музей современной истории России”