რუსეთი ოჩამჩირის პორტში სამხედრო საზღვაო ბაზას დაჩქარებულად აშენებს – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფი Bellingcat ავრცელებს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს პორტი რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან ის რუსული სამხედრო გემებისთვის თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს.
სატელიტური გამოსახულებების ანალიზის შემდეგ Bellingcat-ის წარმომადგენლებმა ოჩამჩირეში დააფიქსირეს რამდენიმე ახალი შენობა-ნაგებობა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის აშენებას გეგმავს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.