რაც უფრო ვუახლოვდებით 26 ოქტომბერს, მით უფრო მეტად აჩენს რუსული ოცნება რუსულ სახეს!, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციის წევრი სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი დააშინოს.
რუსული მეთოდები საქართველოში არ მუშაობს, ერთიანობით გავიმარჯვებთ!, – წერს ჯაფარიძე.
”მინდა გამოვეხმაურო სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტს.
“ქართული ოცნება” აგრძელებს ძალადობრივ კამპანიას, რომლის მიზანი არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის, არამედ ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის დაშინებაა! რაც უფრო ვუახლოვდებით 26 ოქტომებრს, რუსული ოცნება მით უფრო მეტად აჩენს რუსულ სახეს!
ზუსტად ეს არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ჩანაფიქრი, ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს!
მინდა იცოდეს ოლიგარქმა, რომ რუსული მეთოდები საქართველოში არ მუშაობს‼️
ერთიანობით გავიმარჯვებთ!, – წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.