ოზურგეთის მერიამ დამატებით ორ კარიერზე ქვიშა ხრეშის მოპოვებაზე თანხმობა გასცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, თანხმობა უთხრა მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის მონაკვეთზე-მდინარე სუფსაზე-ქვიშა ხრეშის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების მიზნით, დამატებით ორი კარიერი გაიხსნას.

როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, ორთავე ლოკაციაზე მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე თვის, აგვისტოს, 21 რიცხვში დასრულდება.

ჯამში გამარჯვებული კომპანია მილიონ ნახევარ კუბურ მეტრზე მეტ ინერტულ მასალას მოიპოვებს.

აღსანიშნავია, რომ მდინარე სუფსაზე დღეისათვის უკვე 10 ზე მეტი კარიერი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტს იწვევს.

ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე გარემოსდამცველები, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ – ხშირ შემთხვევაში კანონმდებლობით არსებული რეგულაციების დარღვევით-გახემული ლიოცენზიები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სოფლებს.

ბევრი უფლებადამცველი გასული წლის სტიქიის შედეგად ამ ზონაში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს – სწორედ ინერტული მასალების ზღვარსგადასულ მოპოვებას უკავშირებს .

ოპოზიციაში თვლიან, რომ ამის უკან ადგილობრივი ხელისუფლბის მარალჩინოსნების კორუფციული ინტერესები იკვეთება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share