ძმები თალაკვაძეების შურისძიება ანზორ ერქომაიშვილზე

როგორია ‘ქართული ოცნების” ხელისუფლების დამოკიდებულება გარდაცვლილი ღვაწლმოსილი ადამიანების ხსოვნის მიმართ და როგორ ექცევა ხელისუფლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს

რამდენიმე წელია ევროკაცშირის თანადაფინანსებითა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, არტემ ერქომაიშვილის სახელობის გურიის ფოლკლორის სწავლების ხელშეწყობის ცენტრი გაიხსნა.

ხელისუფლებამ, ევროკავშირის თანადაფინანსებით, ოფისის მშენებლობისათვის ნახევარი მილიონი – კონკრეტულად კი 470 ათასი-ლარი გამოყო.

მშენებლობა მერაბ ჭანუყვაძის ოზურგეთის გამგებლად ყოფნის პერიოდში დაიწყო და ეს, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, მისი ინიციატივაც იყო, ის კოტე შარაშენიძის მერობისას გაგრძელდა და ავთანდილ თალაკვაძეს დასრულებული დახვდა,, თუმცა – მაკვანეთში გავრცელებული ინფორმაციით, თალაკვაძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ცენტრი განადგურებულიყო.

მაკვანეთში ფოლკლორის შემსწავლელი ცენტრის მშენებლობა-ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სიცოცხლეში, ბოლო აქტივობა იყო და მისი დიდი სურვილი იყო ეს პროექტი მის მშობლიურ სოფელში განხორციელებულიყო..

მან, მის მშობლიურ მაკვანეთში მისი ბაბუას, არტემ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის შემსწავლელი ცენტრი, გურული ბავშვებში ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით ააშენა.

თუმცა, გახსნიდან სულ რაღაც სამ წელიწადში, ეს ძვირადღირებული ოფისი უყურადღებობისაგან გავერანებულია – ჩამსხვრეულია მინები, მწყობრიდან გამოსულია ოთახები, განადგურებულია და ტყე ბუჩქნარად გადაქცეულია მისასვლელი ფილაქნები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ფოლკლორის სპეციალისტების დასაქმებას ჯვარი წერია, დარაჯის 200 ლარიანი საშტატო ერთეულიც გააუქმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომხდარი “ქართული ოცნების” ტიპიურ “სახეს” აჩვენებს.

ერთის მხრივ მათი დამოკიდებულება ევროკავშირის ინვესტიციებისადმი, მეორეს მხრივ-რახან ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა და ის არჩევნებში ხმებს ვეღარ “მოიტანს” – არც მისი სახელის და არც მისი ხსოვნისადმი პატივისცემა აღარ აქვთ.

როგორც მაკვანეთში გვითხრეს – ძმები თალაკვაძეების გაღიზიანება – ანზორ ერქომაიშვილის -ამ პროექტის ფარგლებში- ევროკავშირთან თანამშრომლობამ განაპირობა.

როცა ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს, რომ თითქოს ევროკავსირში ინტეგრაცია “ქართულ ტრადიციებზე” უარის თქმაა, ამ დროს კი პირიქით, ევროკავშირი აფინანსებს ქართყლი ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, ხელისუფლება კი აფერხებს მის განხორციელებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share