ყველა ერთნი ვართ იმაში, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს – გამყრელიძე

“ჩვენ ვართ სხვადასხვა სუბიექტები და ბევრი რამე განასხვავებს მათ, თუმცა ყველა ერთნი ვართ იმაში, რომ ეს რეჟიმი და ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა საქართველოში უნდა დაასრულდეს“, – ამის შესახებ  “ძლიერი საქართველოს” შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ “ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია აპირებს მაქსიმალურ კოორდინაციას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ყველა იყოს კოორდინირებული.

”ხმების დაცვისთვის ვაპირებ, მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია მქონდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ყველა ერთად ნებისმიერი კანონდარღვევის, ხმების დათვლის ნაწილში იყოს კოორდინირებული. ჩვენ ვართ სხვადასხვა სუბიექტები და ბევრი რამე განასხვავებს მათ, თუმცა ყველა ერთნი ვართ იმაში, რომ ეს რეჟიმი და ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა საქართველოში უნდა დაასრულდეს. უნდა დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე, აღვადგინოთ უმოკლეს დროში ევროპასთან ურთიერთობა. საქართველოში რეალური დემოკრატია და, თავისუფლება უნდა დაბრუნდეს, რათა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, ხალხმა დაიბრუნოს რწმენა ხვალინდელი დღის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მრავალფეროვნებაში, რეალურ არჩევანში, რაც საზოგადოებას აქვს, არის გამარჯვების ფორმულა და ვისაც სურს განახლება, სწორედ კოალიცია “ძლიერი საქართველო“ არის შესანიშანავი არჩევანი.

გამყრელიძე იმედს იტოვებს, რომ კოალციის რიგები კიდევ უფრო შეივსება და გაძლიერდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share