“აღარავისთვის აღარ არის მოულოდნელი, რომ “ოცნების” კამპანია ტყუილზე და პროპაგანდაზეა აგებული” – ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა “პირველი ხაზის” ეთერში გააკეთა.
ხელოვანი მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, “ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ქვეყანას “ივანიშვილის ბრონის ჟილეტები და კოშკები ვერ დაიცავს“.
”აღარავისთვის აღარ არის მოულოდნელი და ახალი ამბავი, რომ “ოცნების” კამპნია ტყუილზე და პროპაგანდაზეა აგებული. თუ ისინი 12 წლის წინ დაპირებებით მოდიოდნენ, ახლა შერჩათ მუქარის ტონი, რომ გააქრობენ ოპოზიციას, რომ კულტურა, რომელსაც ისედაც აღარ ანადგურებენ, დაედება ცენზურა, აღარ ექნებათ ხელოვანებს ხმა. რა კეთილდღეობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა. უცხოეული პარტნიორები და საერთაშორისო თანამეგობრობა რეალურ გზას გთავზობს, რომ გქონდეს კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, განათლება, ამ ყველაფერზე უარს ვამბობთ. რომელ მშვიდობაზეა საუბარი მაშინ, როდესაც რამდენი სოფელი, მეტრი, გოჯი დავკარგეთ. მშვიდობა არის ევროპაში და არა აქ”, – ამბობს ნანა ექვთიმიშვილი.